მიუნხენში სროლებს მსხვერპლი მოჰყვა [Video]


გერმანიაში, მიუნხენის სავაჭრო ცენტრ “Olympia”-ში სროლის ხმა ისმოდა. წინასწარი ინფორმციით, დაღუპულია 15-მდე ადამიანი. თუმცა პოლიცია ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.

უცხოური მედიის ცნობით, შენობაში შეიარაღებული ადამიანი იმყოფება, სავაჭრო ცენტრი პოლიციამ ალყაში მოაქცია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო-კადრებიც, რომელზეც ასახულია, როგორ ესვრის მამაკაცი გამვლელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი