სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭაქვინჯს, ყულიშკარს, კახათს, ინგირსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, ზამბახიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ყულევს.

სენაკში – 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ნოსირსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ასევე ურიდიას, მშვიდობის, კაჭარავასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი