უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, მმართველ გუნდში აფასებენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული ბაზების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსების საკითხი წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.
“პროცესი დაიწყო 2009 წელს და ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის, 2008 წელს.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტს, საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვქონდა სათანადო რეაგირება და რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.