საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს – კალაძე

თბილისის მერის, კაცა კალაძის განცხადებით, არსებობენ პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მისივე თქმით, მათი ვინაობა საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

“სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და ცდილობენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან «ნაციონალური მოძრაობა» ვაშაძესთან ერთად, ეს არის «ლელო» და ეს არის გვარამია. კონკრეტული სახელებით და გვარებით ვამბობთ, ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამაზე პირდაპირ გვესაუბრებიან. ალბათ, ქალბატონი სამნიძეც დაასახელებს, ვინ არიან ეს ადამიანები, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი”, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი