გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ყულიშკარს, ინგირს, რუხს, ოდიშს, ნაწულუკუსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ჩიქოვანის, დემურიას, რუსთაველის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუში – 10:25-დან 19:00 საათამდე მშვიდობის, შენგელიას, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლიას, ზღვაიას, ჯგალსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
აბაშაში – 12:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანს, გაუწყინარს, სუჯუნასა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 14:00-დან 17:30 საათამდე ქუჩებს: კოსტავას, რუსთაველის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.