დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე

კომენტარები

დატოვე კომენტარი