გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ რუხსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოს, გეჯეთს, ნოსირსა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 10:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: პატარა ფოთს, შავღელეს, ჭალადიდს, ყულევსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ჩხოროწყუში – 11:00-დან 18:30 საათამდე ქუჩებს: კ.გამსახურდიას,არახამიასა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფლებს: ლეწურწუმეს, ხაბუმესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.