ხობში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა პარტია დატოვა. პარტიიდან წავიდა კიდევ 18 ადამიანი.
ყოფილი “ნაციონალები” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლას ნიკა მელიას გვერდით აპირებენ. ისინი ოპოზიციურ პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ.