ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ამის შესახებ რეგიონული მედია იუწყება. მედიის ცნობითვე, თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

ფაქტს ადასტურებს როგორც ქართული ასევე ადგილობრივი ეწ უწყება. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, თუმცა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი