მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილებას კონკრეტული სტრუქტურა იღებს და თავად არ აქვს კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე შესაბამისი პასუხის გასცეს.

“ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი დაავადება არ აქვს. ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არ მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი