საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 11:44 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.
მიწისძვრის სიძლიერე 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.