პატრიარქმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2024 წელს ულოცავს.

ილია მეორე ახალი წლის მილოცვის საუკუნეების წინ არსებულ ტრადიციას იხსენებს და ქვეყანას მშვიდობას უსურვებს.

„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძლიერი ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი