სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. 44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.