სენაკში მამაკაცი ავარიით დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. 44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი