სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.


ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში სოხუმის, ბორჯომის, ჭავჭავაძის, კოსტავას, პუშკინის, ნიკოლაძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 17:00საათამდე სოფლებს რუხი, ახ. აბასთუმანი, აბასთუმანი, რიყე. 13:00დან 14:00საათამდე ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, სიმონ ჩიქოვანის, დემურიას და მიმდებარე ქუჩებზე.


ფოთი. 11:00დან 12:30საათამდე აბონენტებს პუშკინის, დანელიას, ბერდიანსკის, დუმბაძის, გაბუნიას, შევჩენკოს ქუჩებზე. 11:00დან 14:00საათამდე აღმაშენებლის, თამარ მეფის ქუჩებზე. 11:00დან 17:00საათამდე მამუკა კაცაძის, პეტრე იბერის, მიქაბერძის და მიმდებარე ქუჩებზე, კუნძულ კოლუმბარს. 10:00დან 11:30საათამდე გურიის, ჩეხოვის, გამსახურდიას, ოსტროვსკის და მიმდებარე ქუჩებზე.


წალენჯიხა. 11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში საჩინო ,ლია, ეწერი, დაბა ჯვარი და მიმდებარე სოფლებს.


სენაკი. 14:00დან 17:00საათამდე აბონენტებს ქ.სენაკში ხუბულავას, შავი ზღვის, ზურაბ ნაფეტვარიძის, ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სამხედრო ქალაქს, სოფელ თეკლათს. 11:00დან 17:00საათამდე სოფელ ნოსირს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი