პრემკერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში არ ყოფილა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ – ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს და მას შემდეგ, რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი მიწების ოკუპაციას განაგრძობს. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.