დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

“7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!”, – ამის შესახებ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

საპატიმროს დატოვების შემდეგ დეკანოზმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა  მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში ჩემი მთავარი გეგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც მიყვარს ის“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იყო. სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი