ყველა ეს ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კოალიციების შექმნით ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს განსხვავებულები არიან და “ნაციონალებთან” კავშირი არ აქვთ.

“მე არ ვიცი რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, “ნაციონალებთან” კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი