ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ედემ კვარაცხელია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი