მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არჩევნებში ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა.
“ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა, მით უმეტეს, პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში. მაქსიმალურად, ყველანი მოვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის. ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა. გამოწვევა არის ძალიან დიდი და მას როგორც არასდროს, უნდა დავახვედროთ დიდი ტალღა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.