მაშველებმა დაღუპული ახალგაზრდებიდან უკვე მეორე, გიორგი ვიბლიანი იპოვეს.
მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული გიორგი ვიბლიანის ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად იპოვეს.
გრძელდება კიდევ ერთი დაკარგული ახალგაზრდის, საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.
2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.