სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არის არასერიოზული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანქციებზე საუბარი მათთვის არასერიოზულია და თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

“სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არის არასერიოზული. თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ და ყველას მინდა შევახსენო ეს ყველაფერი. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამის განცხადება, არასერიოზული და კონტრპროდუქტიული იქნება.

რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ტყუილი და როდესაც თემა არის ასეთი არასერიოზული, ამას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით. თავის დროზე, ე.წ. სავიზო შეზღუდვები დაწესდა 4 მოსამართლეზე და ესეც აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი იყო. შესაბამისად, მას ჰქონდა ნული ეფექტი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა დამაზიანებელი იყო ამერიკისთვის. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი დააზიანა საქართველოში, ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები და ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება და ასეთი რაღცები აზიანებს ამერიკის იმიჯს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი