თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნებს შორის სექსუალური იძულების ფაქტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასელმა ბიჭმა მე-4 კლასელ ბიჭს, სკოლის საპირფარეშოში, სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა.

შემთხვევა დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი