ეს “ომის ქარტია” დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. 

“ერთი ქოლგის ქვეშ შეიყარა ის ოპოზიცია, რომელიც აღარ ვიცი ამ კინოს მერამდენეჯერ ვხედავთ, თავს გვაჩვენებენ თითქოს არიან გაყოფილები ცალ-ცალკე, არადა ყველა სათითაოდ არიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რომლებიც ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან იმის და მიხედვით, თუ როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას.

ეს “ომის ქარტია” ზუსტადაც დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ამ ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ, სერგო ორჯონიკიძეების სია, რომლებიც მზად არიან, წინ შემოუძღვნენ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოში.

ეს არის “ომის ქარტია”, ასე დარჩებიან ისინი ისტორიაში როგორც დარჩა შულავერის სია, ისე დარჩება “ომის ქარტია” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი