3 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ინგირს, ნარაზენს, ახალ აბასთუმანს, ოდიშს, კოლხიდასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ბარამიას, კ.გამსახურდიას, აღმაშენებელის, ბერაიას, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაგვაზაოს, ხუნწის, ინჩხურის, გაჭედილს, სალხინოს, კიწიასა და მიმდებარე სოფლებს.ბასევე მშვიდობის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ფოთში – 10:30-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლარნაკას, გეგიძის, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9-აპრილის ხეივანს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ეწერს,ჯგალსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქარიატას, ყულევს, საჯიჯაოს, ძველ ხიბულასა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: უშაფეთს, ლეძაძამეს, ზანას, ფოცხოსა და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ლესიჭინესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი