ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა.
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა ,,ანაკლიამ” უფასო აბონიმენტი გადასცა.
ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.
ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
მხარდამჭერები:
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი ანაკლია
შპს “Anaklia-Ganmukhuri Resort”