15 – 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და“… გაიმართება

15 – 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის მხარდაჭერით ,    პოლიკარპე   ხუბულავას სახელობის  ფოლკლორის IV  საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და“…  ჩატარდება.  

ღონისძიება 15 – ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ ჯიხაშკარში გაიხსნება. 

ჩატარდება პოლიკარპე ხუბულავას ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია, ა.ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,

16 ივლისს,  20: 00 საათზე, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გალა კონცერტი

ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

ასევე, როგორც  წინა წლებში,  ფესტივალის ფარგლებში,  მოეწყობა  ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების  ფოტო – გამოფენა და  ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი