პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
“აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი.