ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პრესსამსახური განმარტავს, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა.
„ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.