6 თვეში ძალადობის მსხვერპლი 279 არასრულწლოვანი გახდა

2024 წლის I-II კვარტალში ძალადობის მსხვერპლი 13 წელზე უმცროსი ასაკის 123 პირი იყო მათ შორის 51 გოგო და 72 ბიჭი,14-17 ასაკის კი 156 პირი, 128 გოგო და 28 ბიჭი. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულების სტატისტიკაშია აღნიშნული.

მთლიანობაში 2024 წლის ექვს თვეში ძალადობის მსხვერპლი გახდა 4116 პირი, მათ შორის 3457 ქალი და 659 კაცი.

სტატისტიკაში დაფიქსირებულია 3911 მოძალადე, მათ შორის 623 ქალი და 3288 კაცი. ყველაზე მეტი მსხვერპლი და მოძალადე 25-44 ასაკობრივ ჯგუფშია. მოძალადეთა შორის 17 არასრულწლოვანია (7 გოგო, 10 ბიჭი), მათ შორის 2 კი 13 წელზე ნაკლების. 

რაც შეეხება მსხვერპლთა და მოძალადეთა რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით. აქ ყველაზე დიდი რიცხვები დაფიქსირებულია თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი