10-11 აგვისტოს ზუგდიდში დრიფტის ჩემპიონატი გაიმართება

Georgian Drift Series – betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, 10 -11 აგვისტოს, ზუგდიდში დრიფტის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი გამართება. 


აღნიშნულთან დაკავშირებით, 2024 წლის 9 აგვისტოს 16:00 სთ-დან 12 აგვისტოს 12:სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 330-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდის ტერიტორია, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ოდიშის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთი) და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე. 


მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, მ. გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით. 
 

მხარდამჭერი ორგანიზაციები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია Georgian Automobile Sport Federationbetlive Racing SeasonGeorgian Drift Serie 2024BMW Club Georgia

კომენტარები

დატოვე კომენტარი