რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებას „ბელუქსი“ იწყებს

რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირებას იწყებს ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ბელუქსი”. მაღაზია 200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და 10 ადგილობრივს დაასაქმებს.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სავაჭრო ცენტრში ქსელს აფართოვებს მსხვილი ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ემბავუდი“, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი ფართების შიდა სარემონტო და ავეჯით მომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით ოპერირებას 10 დღეში დაიწყებს და ჯამში 400 მ2 იქნება წარმოდგენილი, მაღაზია დამატებით 10 ადგილობრივს დაასაქმებს.

ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრს ავეჯის მაღაზია „ემბავუდი“ და სუპერმარკეტი „იალჩინი“ ერთი თვის წინ შეემატა. ობიექტებზე დამატებით 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

რუხის სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

“საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა” – ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი