მეცნიერებმა წყალმცენარეებისგან შოკოლადი შექმნეს, რომელიც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს შესანიშნავი სასუსნავი მათთვის, ვისაც უყვარს ტკბილეული, მაგრამ ეშინია წონის მომატების ან ჯანმრთელობის გაუარესების.

ეს შოკოლადი ჯანმრთელობისთვის მავნე ცხიმებს არ შეიცავს. ასეთი სუპერშოკოლადის შესაქმნელად გამოიყენეს არა რაიმე ახალი პროდუქტი, არამედ ელექტრული ველი, რომელიც აამოქმედეს თხევადი შოკოლადის დინების მიმართულების გასწვრივ.

„გამომგონებლებს“ იმედი აქვთ, რომ მათი მეთოდით შესაძლებელი იქნება გემრიელი უცხიმო შოკოლადის წარმოება, რომელიც არ იქნება საშიში გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

მეცნიერებმა ასევე შექმნეს შოკოლადი ზღვის წყალმცენარეებისგან, რომელსაც ადამიანის ახალგაზრდობის გახანგრძლივება შეუძლია.

წყარო: mkurnali.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი