13 ნოემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ზუგდიდი. 10:30-დან 18:30 საათამდე-აბონენტებს სოფლებში გრიგოლიში, ალერტკარი, ოდიში, ყულიშკარი. 11:00დან 11:05 საათამდე და 13:55დან 14:00 საათამდე სოფლებს რუხი, ოდიში, ნაწულუკუ, ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, წერეთლის, ბერიას, ოდიშის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 10:00დან 12:00 საათამდე -აბონენტებს ჭავჭავაძის, ყაზბეგის, შავი ზღვის, მაჩაბელის, ხობის, რუსთაველის რკალს და მიმდებარე ქუჩებს. 12:30დან 17:00 საათამდე ლომოურის, გორკის, აკაკის, ზამბახიძის, გოგებაშვილის და გორის ქუჩებზე.

მარტვილი. 11:00დან 18:00 საათამდე -აბონენტებს სოფლებში ინჩხური, ქვაითი, მარტვილი, საელიაო. 11:00დან 17:00 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ონოღია, ნაგებერაო, მარტვილი, ნაჯახაო, ლეხაინდრაო, მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძა. 12:00დან 13:00 საათამდე სოფლებს ჯოლევი, აბედათი.

აბაშა. 12:00დან 17:00 საათამდე აბონენტებს ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის, ფრანგიშვილის, 26 მაისის, ცანავას, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებს, ნოღოხაშს, კვათანას და ჭალის მასივს.

ხობი. 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხეთა, თორსა, ოქროს საწმისი, პირველი მაისი, ბულიწყუ და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა. 13:00დან 19:00 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ჯგალი, სამიქა, ჯვარი, ქ.წალენჯიხაში წმ,ნინოს, შანავას, უბილავას და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი