ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” – დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, სახეზე საღებავი შეასხა.
ინციდენტის გამო, შეხვედრა, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, დაწყებიდან 3 წუთში შეჩერდა.
მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, სხდომას დახურულად ვაცხადებ”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე.
მანამდე კალანდარიშვილმა და სხდომის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგები, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული. ამით ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად ქვემდგომკომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დღეიდან შეუწყდათ უფლება-მოსილება და შესაბამისად, დღევანდელი სხდომა მინდა, დახურულად გამოვაცხადო. წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, მანდატმოპოვებულპირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში. მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებ,” – აღნიშნა კალანდარიშვილმა.