წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – მელია

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიწერილი წერილი ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ ipn-სთან საუბარში განიხილა და აღნიშნა, რომ წერილში წერია ის, რასაც ოპოზიცია დღის განმავლობაში უანრავჯერ საუბრობს.

„ღიმილისმომგვერია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, [არჩევნებთან დაკავშირებით] გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. კონკრეტულად წერილთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მინიმუმ, 6 დღის განმავლობაში და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ საჯარო სივრცეში მედიასთან, მათ შორის, თქვენთან. არაფერი განსხვავებული არ წერია. აქ არაფერი არ იყო გასაკვირი და ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, დღეს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით რატომ ცდილობს, მით უფრო, როდესაც უშუალოდ წერილთან დაკავშირებით 5-6 დღის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია,“ – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი