გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ერგეტას, დარჩელს, რუხს, ახ.აბასთუმანს, ინგირს, გრიგოლიშს, ოდიშს, რიყესა და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე ქ.ზუგდიდში სერგიას, თამარმეფის, რუსთაველის, სააკაძის, მესხიას და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუ. 11:00/დან 18:30 საათამდე აბონენტებს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, კოსტავას, ქებურიას, ნაჭყებიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ფოცხო, ლეწურწუმე, ნაკიფუ, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.