საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს, რათა მისი 5 წლიანი ვადა, კონსტიტუციის შესაბამისად იყოს განსაზღვრული.
“რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ 5 წლის ვადით, შესაბამისად, იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.