88 ხმით პარლამენტმა 150 დეპუტატთა უფლებამოსილება ცნო – მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა.
სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, 150-კაციან პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, “კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ” – 19 მანდატი (11, 03%), “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ” – 16 მანდატი (10.17%), “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ცნობისთვის, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი.