რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის სიმამაცით გაოცებულია.
“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, – განაცხადა პუტინმა.