საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს მიმართავს.
“თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა – დადონ მაგიდაზე, დღესვე მოვაწერ ხელს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იმისათვის რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი”, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა კობახიძემ.