აქციაზე მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი.

ამის შესახებ ipn-ს ჯანდაცვაში განუცხადეს.

რაც შეეხება მედიის თანამშრომლებს, ძლიერ დაშავდა ჟურნალისტი გურამ როგავა. მედიკოსების თქმით, მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა.

ამასთან, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულ და ნაცემ პუბლიკის ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. მას სპეცრაზმელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნული ოფიციალური ინფორმაციის გარდა არიან დაშავებულები, რომლებმაც თავად მიმართეს მედპუნქტს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი