ზუგდიდში ხანძარი იყო. ცეცხლი ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობას გაუჩნდა, რომელშიც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შენობაში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.