„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ენგურის ხიდზე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ განვითარებული მოვლენები და აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათი თქმით, აგვისტოს გმირები ასხვა ახალგაზრდებისთვის უნდა იყვნენ მაგალითები და ყველას უნდა ახსოვდეს რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია.