ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა

რიოს ილიმპიადაზე, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა.

შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა. ამის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი სპორტსმენი დაამარცხა და ოლიმპიადას ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5 აგვისტოს დაიწყო და 21 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ოლიმპიადაზე საქართველო სპორტის 12 სხვადასხვა სახეობაში 38 სპორტსმენი მონაწილეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი