აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვს, რომელსაც ბრალი “სახელმწიფო ღალატში” და “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში” ედებოდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ცნობით, ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სახელმწიფო ღალატი” და “ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვა.
მურადივს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლო პროცესის დროს ბრალი არ უღიარებია.
მურადოვი 2024 წლის 14 მაისს დააკავეს.