თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უკვე 57-ე დღეა იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და აქციების დროს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.