მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის – ზურაბიშვილი

კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის ლეგიტიმურობას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ არა მხოლოდ ის, არამედ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი არ აღიარებს.

„მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე, არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი