პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
პროკურატურის ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.
„ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ – აცხადებენ პრესსამსახურში.
საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა.