ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ამ დროსთვის მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ერთი კაცი ცხოვრობს.